სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ფანჯიკიძე: ოლიმპიადაზე თიბილოვის და ანქვაბის გამოჩენა რეაქციას არ იმსახურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერების სოჭის ოლიმპიადაზე გამოჩენა ოფიციალურ რეაქციას არ იმსახურებს. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რა პოზიცია ჰქონდა საგარეო უწყებას იმასთან დაკავშირებით, რომ თიბილოვი და ანქვაბი ოლიმპიადის გახსნის დროს სამთავრობო ლოჟაში ისხდნენ

“ქართული მხარის პოზიცია არის ასეთი - სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა არის მთლიანი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას. სტუმართა სიაში არ ყოფილან დე ფაქტო ლიდერები - არავინ, ვინც იქ არ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, დანარჩენი გამოვლინება - მათი იქ გამოჩენა, მათი დროშების გამოჩენა, თუ მაისურებით სხვადასხვა გზავნილის გაშვება სოჭის ოლიმპიადის მონაწილეებისთვის, არ იმსახურებს ოფიციალურ რეაქციას და გთხოვთ, თქვენც ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები