თბილისის ბიუჯეტი 2014

საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ თბილისის ბიუჯეტს უარყოფითი შეფასება მისცა

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტს უარყოფითი შეფასება მისცა. თბილისის მერიის მიერ გაგზავნილი ბიუჯეტის შესწორებული პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარით არის გაზრდილი. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მერიას ბიუჯეტი ფინანსური აქტივების ხარჯზე არ გაუზრდია და თუ მთავრობამ 100 მილიონი ლარის ქონება ვერ გაყიდა, ბიუჯეტი არ შესრულდება.

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მომავალ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ახალი მთავრობისთვის საბოტაჟის მოწყობას ცდილობს. საკრებულოს თავმჯდომარესა და უმცირესობის წევრებს შორის მომხდარი შელაპარაკების შემდეგ უმცირესობის წევრმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერს სურს ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე არსებობდეს და პროგრამების შესრულება მხოლოდ დაპირებებად დარჩეს. მან ბიუჯეტის პროექტს დაგეგმილი საბოტაჟი უწოდა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც თბილისის მერიის ამჟამინდელი ხელისუფლების მემკვიდრე იქნება. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ამ ბიუჯეტის ავტორები გიგი უგულავა, სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე არიან და მათ მოსახლეობის სახელით საუბრის უფლება არ აქვთ. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ყველა საბიუჯეტო განხილვაზე ბიუჯეტის პროექტი სხდომის წინ მინიმუმ 50-60 მილიონი ლარით იზრდება, რაც მარაზმია.

თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. დედაქალაქის მთავრობამ დოკუმენტში საკრებულოს უმრავლესობის წევრების რეკომენდაციების შესაბამისად 50-ზე მეტი შესწორება შეიტანა. რიგგარეშე სხდომა დღეს 5 საათზეა ჩანიშნული. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა.

 

 

კომენტარები