თბილისის ბიუჯეტი 2014

უგრეხელიძე: გადავდგებით იმ შემთხვევაში, თუ შიხიაშვილიც გადადგება

primetimenews.ge

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის თქმით, ბიუჯეტს საპრივატიზაციო ქონების გაყიდვითა და განუხორციელებელი პროექტების საშუალებით შეავსებენ. უგრეხელიძის თქმით, შესრულდება მეორე პირობაც და თბილისის მთავრობა გადადგება, თუმცა, ამ შემთხვევაში თავად ირაკლი შიხიაშვილი და უმრავლესობაში ნაციონალური მოძრაობიდან გადასული წევრებიც უნდა გადადგნენ.

”თბილისის მთავრობის წევრები მზად არიან, ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში გადადგნენ თანამდებობიდან, მაგრამ, ამავე დროს, პარალელურად თანამდებობები უნდა დატოვონ ქართული ოცნების თანამდებობის პირებმა, პირველ რიგში - ირაკლი შიხიაშვილმა, ასევე ნაციონალური მოძრაობიდან გადასულმა საკრებულოს წევრებმა”, - განაცხადა უგრეხელიძემ. 

კომენტარები