პუტინი ლესბოსელ სპორტსმენს ჩაეხუტა

ვლადიმერ პუტინი და ირეენ ვიუსტი

ჰოლანდიელი ციგურებით მრბოლელი ირეენ ვიუსტი სოჭის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მომგები პირველი ჰომოსექსუალი სპორტსმენი გახდა. 

ვიუსტს გამარჯვება სხვებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიულოცა. 

"მან მომილოცა და მკითხა, ყველაფერი კარგად მქონდა თუ არა რუსეთში ყოფნისას. მე პუტინს ოლგა გრაფის მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მივულოცე, მას გაუხარდა და უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც ჩავეხუტე", - განაცხადა ჰოლანდიურ პრესასთან საუბარში ირეენ ვიუსტმა.

ვლადიმირ პუტინი რუსეთში მიღებული ანტიგეი პროპაგანდის კანონის გამო, მსოფლიოს მასშტაბით გააკრიტიკეს. რამდენიმე ჰომოსექსუალმა სპორტსმენმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა, სხვადასხვა ქვეყნებში კი ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

ნიდერლანდებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკანასკნელი თვეების განმავლობაში სწორედ ანტიგეი კანონის გამო დაიძაბა.

პუტინი ლესბოსელ სპორტსმენს ჰაინეკენის სახლში შეხვდა, სადაც გულშემატკივრებს საშეჯიბრებო დღის დასრულების შემდეგ შეუძლიათ ჰოლანდიელ სპორტსმენებთან გასაუბრება.

"ფანტასტიკურია. კარგი ხალხი და კარგი შედეგები. კარგი წვეულება", - ინგლისურ ენაზე განუცხადა ჰაინეკენის სახლიდან გამოსულმა რუსეთის პრეზიდენტმა შეკრებილ ჟურნალისტებს.

კომენტარები