აქცია კაზრეთში

კაზრეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: epn.ge

კაზრეთში RMG Gold-ისა და RMG Copper-ის თანამშრომლების ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, დაზღვევასა და სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების კომპანიაში დაბრუნებას მოითხოვენ. 

აქციაში მონაწილეობას როგორც დასაქმებულთა ნაწილი, ასევე კომპანიებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები იღებენ. დილიდან საწარმოების ფუნქციონირება ნაწილობრივ შეფერხებულია, ვინაიდან დილის ცვლაში მისულმა თანამშრომლებმა მუშაობაზე უარი განაცხადეს და აქციას შეუერთდნენ. ის თანამშრომლები, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობენ, პროტესტის მონაწილეებს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

RMG ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით თანამშრომლების შემცირება კომპანიის ბიუჯეტით არის გამოწვეული და კომპანიამ თანამშრომელტა ოპტიმალური რაოდენობა შეინარჩუნა. მათი განცხადებით თუ კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და მათ ახალი თანამშრომლები დაჭირდებათ, RMG ჯგუფი სამსახურში, პირველ რიგში, გათავისუფლებულ ხალხს დააბრუნებს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეობის განცხადებით, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს და ყოველდღე დილის შვიდი საათიდან თოთხმეტ საათამდე საკუთარ პროტესტს აქციებით დააფიქსირებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები