უკრაინა

კიევში ბარიკადების დაშლა დაიწყეს

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე უკრაინულმა ოპოზიციამ ბარიკადების ნაწილობრივ დაშლა დაიწყო. სამუშაოებისთვის ბულდოზერებს იყენებენ. მე–5 არხის ცნობით, ბარიკადებში 4 მეტრის სიგანის გასასვლელს ხსნიან, ქვიშიანი ტომრები კი, რითაც ბარიკადაა აგებული, ქუჩიდან აქ მიაქვთ და იქვე აწყობენ.

17 თებერვალს იწურება ვადა, რომლის განმავლობაშიც, ამნისტიის შესახებ ახალი კანონის თანახმად, დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების სანაცვვლოდ, ოპოზციამ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები და ქუჩები უნდა გაათავისუფლოს. ხელისუფლებამ დაკავებულთა უმრავლესობა უკვე გაათავისუფლა.

ოპოზიციონერი დეპუტატის არსენ ავაკოვის განცხადებით, დილამდე აქტივისტები კიევის მერიის და რეგიონებში ოთხი საოლქო ადმინისტრაციის შენობებს დაცლიან. ასევე, გადააკეთებენ ბარიკადებს გრუშევსკის ქუჩაზე, რათა იქ სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგეს. მისი თქმით, გრუშევსკის ქუჩაზე ოპოზიცია შლაგბაუმს და ბლოკპოსტს დააყენებს, რომლის გავლითაც ტრანსპორტი იმოძრავებს.

ოპოზიციონერის თქმით, კიევის მერიის შენობა მთავრობას ეუთო–ს შუამავლების მეშვეობით გადაეცემა, შენობასთან ოპოზიციის პიკეტი დარჩება, შიგნით კი პოლიციას და სპეცრაზმელებს არ შეუშვებენ.

კომენტარები