დინამო თბილისი

თბილისის დინამოში მარცვალაძე და იანსე ითამაშებენ

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ოთარ მარცვალაძე, რომელსაც სხვადასხვა დროს კიევის დინამოში და მახაჩყალის ანჟიში უთამაშია, ბოლოს კი ვლადიკავკაზის ალანიას შემადგენლობაში გამოდიოდა, თბილისის დინამოში ითამაშებს.

მარცვალაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლიც გაუტანია. 29 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ჩემპიონატი 2006 წელს დატოვა, როდესაც ვიტ-ჯორჯიას შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და კიევის დინამოს ყურადღება მიიპყრო. ტრავმებით დატვირთულმა ფეხბურთელმა ყველაზე წარმატებული სეზონი 2010 წელს, ნიჟნი ნოვგოროდის რიგებში ჩაატარა, სადაც 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

თბილისის დინამოში ითამაშებს ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი, 27 წლის იენს იანსე, რომელიც აქამდე ესპანურ კორდობაში თამაშობდა. სეგუნდა დივიზიონის კლუბამდე, იანსე ჰოლანდიური ბრედას და ვილემ II-ის რიგებში გამოდიოდა. 

კომენტარები