თვითმფრინავის გატაცება

Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავი 202 მგზავრთან ერთად პილოტმა გაიტაცა

ორი პილოტიდან ერთ-ერთმა Ethiopian Airlines-ის Boeing 767-300 დღეს, 17 თებერვალს, მაშინ გაიტაცა, როცა ის ეთიოპიის დედაქალაქ ადდის აბაბადან რომში მიფირინავდა, თუმცა, გამტაცებელმა პილოტმა ლაინერი ჟენევაში, შვეიცარიაში დასვა. ბორტზე 202 მგზავრი და ეკიპაჟის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა.

შვეიცარიის პოლიციის ცნობით, ჟენევის აეროპორტი მომხდარის გამო რამდენიმე საათით დაიკეტა. თვითმფრინავსი ერთ-ერთი პილოტი დაელოდა პარტნიორი პილოტის ტუალეტში გასვლას, რის შემდეგაც კაბინაში ჩაიკეტა და თითმფრინავის თვითნებური მართვა დაიწყო. ის არავის არ დამუქრებია და არც რაიმე პირობები წამოუყენებია. ჟენევის აეროპორტში დაშვებისთანავე პოლიციას ჩაბარდა და შვეიცარიის ხელისუფლებისგან თავშესაფარი მოითხოვა. მისი თქმით, მას ეთიოპიის მთავრობას გამოექცა, რადგან გასამართლების შეეშინდა.

მიუხედავად პილოტის განცხადებისა, შვეიცარიელი პროკურორების ინფრომაციით, გამტაცებელ პილოტს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება 200-ზე მეტი მგზავრის ტყვედ ჩაგდების ბრალდებით.

BBC-ის ინფორმაციით, გატაცების დროს თვითმფრინავში სიმშვიდე იყო და არავინ დაშავებულა.

ეთიოპიის ავიახაზები აფრიკის კონტინენტის უდიდესი ავიაკომპანიაა. მისი თვითმფრინავი 1996 წელს ასევე გაიტაცეს. გამტაცებლები თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდნენ ავსტრალიის ხელისუფლებისგან, თუმცა, საწვავის დამთავრების გამო თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა და ბორტზე მყოფი 175 ადამიანიდან 125 დაიღუპა.

კომენტარები