არეულობა უკრაინაში

რასმუსენი: მოვუწოდებ ყველა პარტიას უკრაინაში, თავი შეიკავონ ძალადობისგან

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე ძალადობასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

"სერიოზულად შეშფოთებული ვარ უკრაინაში ძალადობის განახლებით და კიევში დაღუპულთა შესახებ გავრცელებული ცნობებით. მოვუწოდებ ყველა პარტიას, თავი შეიკავონ ძალადობისგან და სასწრაფოდ განაახლონ დიალოგი, საპარლამენტო პროცესის ჩათვლით" - აცხადებს რასმუსენი.

კიევში ამ დროისთვის მილიციასა და მაიდნის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები