არეულობა უკრაინაში

რუსეთი: უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად ყველა ღონეს ვიხმართ

რუსეთი მზად არის ყველა შესაძლო გავლენა გამოიყენოს, რათა უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი ლიდერების ქმედებები აღშფოთებას იწვევს.

"ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობების სახელს არიან ამოფარებულები, ხელს უწყობს ქვეყანაში ”ყავისფერ” რევოლუციას", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოელი დიპლომატებისგან მკაცრ რეაქციასა და იმის აღიარებს ითხოვს, რომ უკრაინაში მიმდინარე არეულობასა და სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის ოპოზიციას ეკისრება.

რუსეთის ხელისუფლების მკაცრი მოთხოვნაა, რომ უკრაინაში მიმდინარე არეულობა შეწყდეს. ოპოზიციამ შეწყვიტოს სისხლისღვრა და ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე, მთავრობასთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს ყველა შესაძლო გავლენა, რათა უკრაინაში მშვიდობა აღდგეს. 

კომენტარები