არეულობა უკრაინაში

ოლანდი: უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები უნდა დაეკისროთ

0 კომენტარი
ფოტო: Jean-Marc Ayrault

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაკისრებას და მოითხოვს, სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა.

საფრანგეთის სახელმწიფო კანცელარიამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უკრაინის მთავრობისთვის სანქციების დაკისრების მომხრეა.

ეს გადაწყვეტილებმა ოლანდმა პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან საუბრის შემდეგ მიიღო. ტუსკი უახლოეს მომავალში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრასა და უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაკისრებაზე საუბარს აპირებს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თაკო ჩარკვიანი

კომენტარები