არეულობა უკრაინაში

უკრაინაში, ჟიტომირეში აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობა აიღეს

unian.net

უკრაინაში, ჟიტომირეში აქციის მონაწილეებმა ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა აიღეს.

УНИАН-ის კორესპონდენტის განცხადებით აქციის მონაწილეებმა შენობის კარები შეანგრიეს და შენობაში შეიჭრნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობა დატოვეს.

18-19 თებერვალი უკრაინაში აღმოჩნდა ყველაზე სისხლიანი დღეები 3-თვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში.

მასობრივი არეულობა კიევში 18 თებერვლის დილას მაშინ დაიწყო, როცა უკრაინის პარლამენტმა ოპოზიციას უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტის რეგისტრაციასა და ყოველგვარ განხილვაზე, რის შემდეგაც რადას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავეს სასესიო დარბაზის ტრიბუნა და მოახდინეს მისი ბლოკირება. ამის პარალელურად, ევრომაიდნის აქტივისტები დაიძრნენ რადას შენობისკენ საპროტესტო აქციის გასამართად. მათ გზა ბერკუტმა გადაუღობა. ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, საპასუხოდ სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიები, ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი.

კომენტარები