არეულობა უკრაინაში

პაიეტი და ტომბინსკი: ადამიანის სიცოცხლე ყველაზე პრიორიტეტული საკითხია

day.kiev.ua

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები უკრაინაში, ჯეფრი პაიეტი და იან ტომბინსკი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ევროკავშირი და აშშ-ის საელჩო მწუხარებას გამოხატავს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი და მოუწოდებს ორივე მხარეს, შეწყვიტონ ცეცხლი და მოლაპარაკებები დაიწყონ.

”უნდა დაიწყოს დიალოგი, რომელიც უკრაინელი ხალხის პრობლემებს გადაჭრის და შეწყვეტს უდანაშაულო ხალხის დახოცვას. ახლა ადამიანის სიცოცხლის დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს”, - ნათქვამია გაცხადებაში.

კიევში წინა დღეებთან შედარებით მშვიდობიანი ღამის შემდეგ, ქუჩებში შეტაკებები განახლდა, ქალაქში ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. BBC-ის ინფორმაციით, 20 თებერვალს მოკლულია სულ მცირე 17 აქტივისტი, სხვა წყაროები აცხადებენ, რომ მოკლულთა რაოდენობა 20-ს აჭარბებს. ჯამში, ბოლო 3 დღის განმავლობაში, 50 ადამიანია დაღუპული. მედიასაშუალებების ცნობით, მათ სნაიპერისგან მიყენებული ჭრილობები აქვთ თავზე, მკერდსა და კისერში. უკრაინული მე-5 არხის ინფორმაციით, ინსტიტუტის ქუჩაზე, რომელიც მაიდანს პრეზიდენტის სასახლესთან და რადასთან აკავშირებს, სროლის ხმა ისმის.

კომენტარები