უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო

უკრაინის წმინდა სინოდმა ლიტურგიის დროს ხელისუფლების მოხსენიება შეწყვიტა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კს) წმინდა სინოდი
unian.net

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 20 თებერვლის დადგენილებით, ღვთისმსახურების დროს მთავრობის ლოცვაში მოხსენიება შეწყდა.

ლიტურგიის დროს, იმ ადგილას, სადაც მართლმადიდებლები ღმერთს ხელისუფლებას ავედრებენ, პატრიარქი ფილარეტის ხელმძღვანელობით მოქმედმა სინოდმა დაადგინა ვედრების წარმოთქმა შემდეგი ფორმულირებით: "ღვთივდაცული უკრაინა ჩვენი და უკრაინელი ხალხი".

"იმის გათვალისწინებით რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ არ შეისმინა ეკლესიის მრავალგზის მოწოდება, არ გამოეყენებინა ხალხის წინააღმდეგ იარაღი, რომელმაც ის აირჩია საკუთარი თავისა და უკრაინის მსახურებისთვის და არა ძალადობისა და მკვლელობის ჩადენისთვის -2014 წლის 20 თებერვლიდან შეწყდეს ღვთისმსახურებაზე ხელისუფლების მოხსენიება" - ნათქვამია წმინდა სინოდის დადგენილებაში.

კომენტარები