უკრაინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ძალოვნებს იარაღის გამოყენება აუკრძალა

Reuters

უკრაინის უმაღლესმა რადამ 236 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, შინაგანი ჯარებისა და საჯარისო ნაწილების ყაზარმებში დაბრუნებას და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს.

დადგენილების თანახმად, საკანონმდებლო ორგანო გმობს ძალის გამოყენებას, რომელსაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა და უსაფრთხოების ძალებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას უკრძალავს. მინისტრთა კაბინეტს ასევე აეკრძალა „ანტიტერორისტული ღონისძიებების" განხორციელება.

უმაღლესი რადას საგანგებო სხდომაზე ოპოზიცია 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის საკითხის დაყენებას აპირებს.

კომენტარები