2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

გედევანიშვილმა ოლიმპიადა მე-19 ადგილზე დაასრულა

ელენე გედევანიშვილი
Susanne Kempf

ქართველმა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მე-19 ადგილზე დაასრულა. გედევანიშვილმა ორი პროგრამის ჯამში 147,15 ქულა მოაგროვა.

თავისუფალ პროგრამაში ქართველს მსაჯებისგან 92,45 ქულა ერგო. პროგრამაში მოციგურავემ 53,60 ქულა მიიღო, ტექნიკურ კომპონენტებში კი - 39,85.

ოლიმპიადის გამარჯვებული 224,59 ქულით რუსი ადელინა სოტნიკოვა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე 21 თებერვალს ქართველთაგან სლალომში ნინო წიკლაური გამოვა, 22 თებერვალს კი ალექსანდრე ბენიანიძე და იასონ აბრამაშვილი სლალომში მოსინჯავენ ძალებს.

კომენტარები