ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

მარგველაშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს შედგება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც პარლამენტი მიიღებს საარჩევნო კოდექსს, ის შესაბამის განკარგულებას მოაწერს ხელს.

”არჩევნები იქნება 15 ივნისს. შესაბამის განკარგულებას ხელს მოვაწერ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს საარჩევნო კოდექსს. ეს მოხდება იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, ხალხმა, სადამკვირვებლო მისიებმა არ გაიგონ უცებ არჩევნების შესახებ, არამედ დაიწყონ მისთვის მზადება”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები