ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

არასამთავრობოები კალაძის განცხადებებში ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს ხედავენ

ირაკლი ღარიბაშვილი

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიმართვები ქართული ოცნების აქტივისტებისადმი, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და არასწორი მესიჯია პარტიის მხრიდან", - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნინო ლომჯარიამ და კახა კოჟორიძემ. მათი თქმით, საჯარო სამსახურში დანიშვნა კონკურსის წესით ხდება და გაუგებარია რას ნიშნავს მსგავსი სახის დაპირებები მხარდამჭერების დასაქმებასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს კახა კალაძე გამოეხმაურა , მისი თქმით პრემიერისა და თავისივე განცხადებებში ამომრჩეველთა მოსყიდვას ვერ ხედავს.

"უკმაყოფილება იყო ჩვენი პარტიის მომხრეებში პარტიის მუშაობაში მათ ჩართულობაზე, ამასთან დაკავშირებით საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო გარკვეული პრობლემები და ისინი ღიად გამოთქვამდნენ ამაზე დაკავშირებით მოსაზრებებს და ამაზე იყო საუბარი. რა, ვინმეს უნდა შევეკითხოთ, ვინ იქნება პარტიაში დასაქმებული?", - თქვა კახა კალაძემ.

ამომრჩეველთა დასაქმების შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გუშინ გააკეეთეს.

კომენტარები