არეულობა უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ლებედევი ყირიმში გაიქცა

ria.ru

უკრაინის თავდაცვის მინისტრი პაველ ლებედევი ყირიმში გაფრინდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით ლებედევი ისე გაიქცა ყირიმში, რომ მისი მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა არ დაუსახელებია. ZN.ua-ს ინფორმაციით ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტაციის განადგურება მიმდინარეობს. იმ დოკუმენტების, რომელშიც კონფლიქტის დღეებში ჯარების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია წერია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პოსტიდან გადადგა.

 

კომენტარები