ვითარება უკრაინაში

იაგლანდი რადას მოუწოდებს, იხელმძღვანელოს ევროპული კონვენციის პრინციპებით

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

იაგლანდი მოუწოდებს უმაღლეს რადას, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით.

"ევროპის საბჭოსთან განვიხილავ საკითხს, რათა დაგეხმარონ ახალი კანონმდებლობის, კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით", - ნათქვამია იაგლანდის განცხადებაში.

კომენტარები