გიორგი ონიანის საქმე

ხატიაშვილი: ონიანს ირაკლი ღარიბაშვილის ჩარევის გარეშე არ დააკავებდნენ

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, გიორგი ონიანს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარევის გარეშე არ დააკავებდნენ. აღნიშნულის შესახებ ხატიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდნენ ზეწოლაში, უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და საერთოდ გოგა ონიანის დაკავება, მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა. ჩემი აზრით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული აქცია ონიანის წინააღმდეგ. ღარიბაშვილი წავიდა აშშ-ში და, როგორც ჩანს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აიცლების მიზნით, დაიბარა, რომ მის არყოფნაში გოგა ონიანი დაეკავებინათ. ამის მიზეზი შეიძლება ისაა, რომ თავისი განცხადებებითა და ბრძოლით, ნებისმიერი სამართლებრივი საშუალებით დაეცვა თავისი კლიენტი, ონიანი ამ ბოლოს დროს ძალიან უშლიდა მათ ნერვებს", - თქვა ხატიაშვილმა.

კომენტარები