რუსეთი

ე.წ. ბოლოტნაიას საქმეზე დაკავებულებს მოსკოვში პატიმრობა მიუსაჯეს

0 კომენტარი

მოსკოვში ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის ბრალდებული 8 პირი დამანაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა 2.5-დან 4 წლამდე ვადით.

აღნიშნული პირები ე.წ. ბოლოტნაიას საქმეზე იყვნენ დაკავებული 2012 წლის მაისში. რუსეთის ოპოზიციამ მაშინ დედაქალაქში საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო, რასაც სამართალდამცავებთან შეტაკება მოჰყვა. იმ დღეს მოსკოვში 400-მდე ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს.

ბრალდებულთა გასამართლების პარალელურად, დღეს, 24 თებერვალს, სამართალდამცავებმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი 200-მდე აქტივისტთან ერთად. უცნობია მათი დაკავების მიზეზი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები