შეტაკებები უკრაინაში

რადა იანუკოვიჩის გასამართლებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვს

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის რადამ მიიღო გადაწყვტილება, მიმართოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს და მისგან მოითხოვოს უკრაინაში ბოლო პერიოდში ევრომაიდნის მონაწილეთა მასობრივი მკვლელობისთვის უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და სხვა პასუხისმგებელი პირების გასამართლება.

აღნიშნული მიმართვის პროექტს მხარი რადას 324-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რადა, იანუკოვიჩის გარდა, ითხოვს ყოფილი შს მინისტრისა და ყოფილი გენერალური პროკურორის დასჯას, ასევე ყველა იმ მაღალჩინოსნის გასამართლებას, რომლებმაც მომიტინგეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს.

უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომელიც 2013 წლის ნოემბერში დაიწყო, ჯამში 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები