პატიმართა წამება

რუსთავის სასამართლომ ციხის ყოფილი თანამშრომლები წამებაში დამნაშავედ ცნო

კადრი პატიმართა წამების ვიდეოდან, რომელიც 2012 წლის სეტქმებერში გავრცელდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების თანამშრომლების, პატიმართა წამებაში ბრალდებულების ჯონი ივანიშვილისა და ვლადიმერ კაპანაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯონი ივანიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით ჩამოერთვა. ვლადიმერ კაპანაძეს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა დაუსწრებლად შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 1441 მუხლით, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ივანიშვილმა და კაპანაძემ, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ დაწესებულების დებულება და მოქმედი კანონმდებლობა, შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და ახდენდნენ მათ წამება-დაშინებას. მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. კორიდორები, სადაც მსჯავრდებულებს ატარებდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სამართალდამცავებმა ჯონი ივანიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს, ხოლო ვლადიმერ კაპანაძეზე გამოცხადებულია ძებნა.

 

კომენტარები