NATO-საქართველოს ურთიერთობა

მარგველაშვილი: იმედია, აშშ-ის სულისკვეთებას ევროპელი მეგობრებიც გაიზიარებენ

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ აშშ, არამედ ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგებიც გაიზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არის მხოლოდ პოზიტივი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება და აშშ თავის მხარდაჭერას ნათლად გამოხატავს.

”ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, ბუნებრივია, არ იყო შემთხვევითი, როდესაც პრეზიდენტი ობამა დაესწრო პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრას. ეს იყო ძალიან მკვეთრი გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გააჩნია დიდი პოტენციალი და, ბუნებრივია, ჩვენი ყველაზე სერიოზული მოკავშირე NATO-ში გაწევრიანების საკითხში, როგორც ხედავთ, ნათლად გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

ჩვენ ვმუშაობთ შემოდგომაზე მომავალი NATO-ს სამიტისთვის და იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ აშშ, არამედ ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგებიც გაიზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება არის მხოლოდ პოზიტივი, არა მხოლოდ საქართველოსთვის და NATO-სთვის, არამედ მთელი რეგიონისა და გლობალური მშვიდობისთვის”, - განაცხადა მარგველაშვილმა.  

კომენტარები