საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს პრემიერმინისტრის ვაშინგტონში გამართული შეხვედრების მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იყო. ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებით და ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა.

ვაშინგტონში შეხვედრებისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ყურადღება ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საგარეო კურსზე გაამახვილა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრემიერის მოლაპარაკებები შეაფასეს მმათველ პარტიასა და საპარლამენტო უმცირესობაში. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით კი, ობამამ ღარიბაშვილთან შეხვედრით, რუსეთს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ საქართველოს ძლიერი პარტნიორები ჰყავს.

კომენტარები