საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრები ლიხტენშტაინთან მატჩისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები
gff.ge

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2014 წელს პირველი მატჩისთვის ემზადება. ჯვაროსნები 5 მარტს, ამხანაგურად თბილისში, ლიხტენშტაინის გუნდს დაუპირისპირდებიან.

ტრავმების გამო გუნდს ყარაბაღის ფეხბურთელი ნიკოლოზ გელაშვილი და იტალიური ემპოლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე გამოაკლდნენ. ქეცბაიამ გუნდში უხმო ვარშავის ლეგიას ფორვარდს, ვლადიმერ დვალიშვილს და ცხინვალის სპარტაკის ფეხბურთელს, ლევან კაკუბავას. 

სფფ-ის ცნობით, ეროვნული გუნდი ლიხტენშტაინთან შეხვედრისთვის მზადებას 3 მარტს დაიწყებს, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე კი, იმავე დღეს, 13:00 სთ-ზე თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას გამართავს.

საქართველოსა და ლიხტენშტაინის ნაკრებებს შორის მატჩი 5 მარტს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ ლიხტენშტაინთან მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“ მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი)
 

მცველები:  გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი)  დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე „დინამო“, თბილისი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი ), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“ რუსეთი), ლევან კაკუბავა ("სპარტაკი", ცხინვალი, საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( „კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე „დნიპრო“, უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“ ოდესა, უკრაინა),  ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), ირაკლი ძარია („დინამო“, თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე  („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი("ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)

კომენტარები