არეულობა ყირიმში

შეიარაღებულმა პირებმა უკრაინული სასაზღვრო ნაწილი დაიკავეს

უკრაინული სააგენტოების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ბალაკლავაში მდებარე უკრაინელი მესაზღვრეების ნაწილის ბლოკირება მოახდინეს. ბლოკადაში რუსული სამხედრო ფლოტის სარაკეტო კატარღა მონაწილეობს. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ბალაკლავაში უკრაინული სასაზღვრო ნაწილი დაიკავეს.

ასევე სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებზეც დიდ რაოდენობით სამხედრო ვერტმფრენების გადაფრენა არის ასახული. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ვერტმფრენები რუსეთის ტერიტორიიდან სევასტოპოლის მახლობლად მდებარე ბელბეკის აეროპორტში ჩაფრინდნენ.

წუხელ ღამით შეიარაღებულმა სამხედროებმა ყირიმის აეროპორტები - ბელბეკი და სიმფეროპოლი დაიკავეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს განეკუთვნებიან. თუმცა, ყირიმის პრორუსული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აეროპორტებს „სახალხო თავდაცვის რაზმები" აკონტროლებენ.

კომენტარები