სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ბოკუჩავა: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მეტწილად იზიარებს ჩვენს წუხილებს

0 კომენტარი
ფოტო: Timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მეტწილად იზიარებს იმ წუხილებს, რაზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა.

"ეს წუხილებია როგორც სახელწიფოს დამოკიდებულება ოპოზიციასთან მიმართებით, ისე ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სახელმწიფოს რიტორიკას და ქმედებას შორის. მთავარი მონაპოვარი, რასაც ხაზს უსვამს სახელმწიფო დეპარტამენტი, არის სწორედ ის, რომ საქართველოში პირველად მოხდა დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარება. ამას მიიჩნევს მთავარ მონაპოვრად ეს ანგარიში საქართველოსთვის და სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ იყენებდეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, პირიქით, ფლანგავს ამ მონაპოვარს. რაც შეეხება კონკრეტულად მოცემულ პრობლემებს, რაზეც არის საუბარი ანგარიშში, გამოყოფილია სამი საკითხი, სადაც ხაზგასმულია, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ აქედან ორი ეხება უმცირესობების, მათ შორის რელიგიური უმცირესობების დაცვას, ხოლო ერთი - სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, სამსახურიდან გათავისუფლებას, დაჭერებს მათ შორის. რა თქმა უნდა, ნახსენებია ჩვენი გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავება და მისი საკნიდან გაყვანა, რომელიც დღემდე არ გამოუძიებია ხელისუფლებას", - თქვა ბოკუჩავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებაზეცაა საუბარი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მუსლიმთა დისკრიმინაციაზე წერს. ანგარიშში აღნიშნულია მედიაგარემოს მხრივ საქართველოში არსებული ვითარება და ტაბულას ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები