უგულავა: კალაძე ვიცე-პრემიერია და მეტი პასუხისმგებლობა აკისრია

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

გიგი უგულავამ, ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გადაცემაში "პოზიცია", კომენტარი გააკეთა. მისი თქმით კალაძე ვერ აცნობიერებს თუ რა თანამდებობა უკავია მას. 

"ეს ადამიანი მართლა როგორც ჩანს ვერ ხვდება რა თანამდებობაზეა, ვერ ხვდებოდა მაშინ როდესაც აბსოლუტურად გაუგონარი განცხადება გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით. უბრალოდ ეს ადამიანი ვერ ხვდება რომ ის არ არის რესტორნების, მიწების და მანქანების მფლობელი. ის არის საქართველოს ვიცე-პრემიერი და მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს. და ისეთი აბსოლუტურად გაუაზრებელი განცხადებები, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა არა მარტო მის პირად რეპუტაციას ვნებს, არამედ ვნებს ქვეყნის რეპუტაციას და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან აფუჭებს ურთიერთობას. 

ეხლა რაც შეეხება, მის მორალის კითხვას, ამ ბოლო დროს ძალიან გავიდა ეს ადამიანი თავს და ამ სუფლიორის საშუალებით გვიკითხავს მორალს. თუ რიტორიკულად ვსვამთ კითხვას, რომ დევნილებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, მთელმა საზოგადოებამ, რა თქმა უნდა ყველა თაობამ უნდა მოვუხადოთმ 90-იანი წლებიდან დაწყებული და დღევანდელი თაობით დამთავრებული,  და ჩემით და ბატონი ზვიადის და ყველას ჩათვლით. იმიტომ რომ რაც არ უნდა გაგვეკვეთებინა, ყოველთვის ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ამ ადამიანისგან მე ვერ მივიღებ პრეტენზიას, როდესაც ეს კაცი არის სასტუმრო "უშბას" მფლობელი, ქალაქის შემოსასვლელში, მცხეთის მხრიდან. რომელიც არის გავსებული დევნილებით, როდესაც ის იყო  ფეხბურთელი და ბიზნესმენი ჩემთან მრავლაჯერ არის ნამყოფი, ვეხვეწებოდი მე მას, ესეთი ტრადიცია გვქონდა, ვისაც ქონდა შესაძლებლობა მფლობელს, ან კომპენსაციას აძლევდა ან ჩვენ ვუყოფდით ფართობს და ისინი ურემონტებდნენ და შემდეგ გადაგვყავდა და უკანონებდით. ეს ადამიანი სამი თხოვნის მიუხედავად ერთხელაც არ განძრეულა და იძახდა მე ფულს არ ვბეჭდავ და მე დევნილებს რატომ უნდა მივცე ფული. თუ სადმე დღეს არის დაუკანონებელი დევნილებისთვის სახლი, ეს არის სწორედ კალაძის საკუთრება და თუ სადმე დევნილები ყველაზე ცუდად ცხოვრობენ ეს არის სასტუმრო "უშბა". და მე მოვუწოდებ მას, რომ საკმაოდ დიდი ქონება აქვს იმისათვის, რომ დაურიგოს ან დევნილებს მისცეს ან სხვაგან მაინც გადაიყვანოს და ნორმალურ პირობებში მაინც გადაიყვანოს. უზნეობაა, როდესაც ეს კაცი მორალს გვიკითხავს. 

კიდევ ერთ კითხვას დავუსვამ, ვინ არის უჩა მამაცაშვილი?.. ამ ადამიანის სახელი და გვარი არც კი იგუგლება და ეს ადამიანი არის ალალი დეიდაშვილი ბატონი ივანიშვილის. თქვენ არ იცით მაგრამ, ყველა საშუალოზე უფრო დიდმა ბიზნესმენმა, მსხვილმა ბიზნესმენებმა, უკვე კარგად იციან ვინ არის უჩა მამაცაშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის სახელით ალაგებს ბიზნესთან ურთიერთობას, ხსნის ქაფს და აგროვებს კალაძესთან ერთად საარჩევნო ფულს. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მეტსაც გეტყვით, გასცეს კალაძემ პასუხი რა სტატუსით დაჰყვება უჩა მამაცაშვილი, რომელიც "გრატო პასაჟში" ზის, ეს არის შენობა კინო "ამირანის" წინ, რა სტატუსით დაჰყვება მას აზერბაიჯანში, ან რა სტატუსით დაჰყვება ოფიციალურ ვიზიტებში მას ყაზახეთში?  ივანიშვილის დეიდაშვილობა როდის აქეთ გახდა თანამდებობა?... უჩა მამაცაშვილის დის ქმარი დაინიშვნა სოფლის მინისტრის მოადგილედ, არ არის ეს ახლა ნეპოტიზმი?", - განაცხადა უგულავამ. 

"მიხედოს იმ პრობლემებს, რომელიც ენერგეტიკაში სამწუხაროდ დაგვიგროვდა და მისგან მორალის კითხვა არის უხერხული. მე კარგად მახსოვს ეს ადამიანი 9 წლიდან 6 წელიწადი რას აკეთებდა, თქვენც კარგად იცით და ჩვენც კარგად ვიცით. ობიექტურად ახლა მართლაც გავნერვიულდი, რადგან ეს ადამიანი უკვე მეოთხეჯერ მორალს გვიკითხავს და ხან კრეტინებს, ხან დებილებს გვიწოდებს. მე მართლა არ ვიცოდი და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, როდის მერე გახდა ის სააკაშვილის მტერი, როდესაც ნახევარ ფასში მიწების ყიდვაზე უარი უთხრა, ეს არის მთელი სიმართლე, თორე სხვა შემთხვევაში ჩვენ კარგად გვახსოვს ვის გვერდით იდგა და რა ამბებით იყო დაკავებული და ახლა გახდა  ცხრა წელიწადი თურმე ცუდი", - აღნიშნა მან. 

კომენტარები