დაძაბულობა ყირიმში

ყირიმში სამხედროებმა გზები გადაკეტეს

http://gdb.rferl.org/

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი რადასთან მისასვლელი ყველა გზა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა უცნობმა პირებმა გადაკეტეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

სიმფეროპოლის ცენტრში შეიარაღებული პირები იმყოფებიან, რომელთაც არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვთ და ნიღბები უკეთიათ. ავტონომიის პარლამენტის წინ ორი ტყვიამფრქვევია განლაგებული, რომლებიც რკინიგზის მხარესაა მიმართული. სამხედროები მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელს არ უშლიან.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი აქსენოვმა ყველა სამხედრო სტრუქტურა დაიმორჩილა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს დახმარება, ყირიმში მშვიდობის აღდგენა სთხოვა.

 

 

კომენტარები