დაძაბულობა კიევში

რუსეთი: ყირიმში მიმდინარე მოვლენები უკრაინელი პოლიტიკოსების ვერაგული გეგმაა

mid.ru

რუსეთი ყირიმში მიმდინარე მოვლენებს კიევის პოლიტიკური წრეების ვერაგულ გეგმას უწოდებს  - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში წერია, რომ კიევიდან გამოგზავნილი უცნობილი პირები ვერაგულად შს სამინისტროს დაკავებას შეეცადნენ თუმცა ყირიმის თავდაცვის ძალებმა მათი განეიტრალება შეძლო. რუსეთი მოუწოდებს უკრაინას, ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დაძაბოს.

"1 მარტის ღამეს, შეიარაღებული უცნობი პირები, რომლებიც კიევიდან გამოაგზავნეს, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებას შეეცადნენ. ვერაგული პროვოკაციის შედეგად არიან დაშავებულები. თავდაცვის ძალების კარგი მოქმედების წყალობით შს სამინისტროს დაკავების მცდელობა აღიკვეთა. ეს ადასტურებს კიევში ცნობილი პოლიტიკური წრეების მისწრაფებას ნახევარკუნძულზე სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ. ყველას, ვინც მსგავსი სახის ბრძანებებს იძლევა, თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ყირიმში ისედაც დაძაბული ვითარების მომავალში კიდევ უფრო დაძაბვას ყოვლად უპასუხისმგებლობად მივიჩნევთ" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები