მოვლენები უკრაინაში

კარასინი: სამხედროების შესვლაზე თანხმობა არ ნიშნავს, რომ ეს იქნება მალე

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თანხმობა შეიარაღებული ძალების უკრაინაში შესვლასთან დაკავშირებით არ ნიშნავს რომ ის რეალიზებული იქნება - ИТАР-ТАСС-ის ცნობით ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მდივანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრეგორი კარასინმა განაცხადა.

"თანხმობა, რომელიც მიიღო ბრეზიდენტმა, სიტყვა-სიტყვით იმას არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული იქნება მალე" - განაცხადა კარასინმა.

კარასინის განცხადებით რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა, რომელიც უკრაინაში უნდა შეივდეს ჯერ-ჯერობით არ დგას.

"უნდა სწორად გავიგოთ პირველი - პრეზიდენტის მიმართვა და მეორე - ის თანხმობა რომელიც ფედერაციის საბჭომ მისცა" - განაცხადა რუსმა მაღალჩინოსანმა.

კომენტარები