ვითარება უკრაინაში

გერმანიის საგარეო უწყებამ მოსკოვს მოუწოდა ახსნას მისი მიზნები ყირიმში

ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი
wikipedia.org

რუსეთის ფედერაციას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მოთხოვნით მიმართა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა მოსკოვს მოუწოდა ახსნას მისი მიზნები ყირიმში. "ის ვინც აგრძელებს ცეცხლზე ნავთი დაასხას, სიტყვიერად თუ საქმეებით, განზრახ დებს ფსონს კრიზისის ესკალაციაზე" - განაცხადა შტაინმაიერმა.

"ის, რაც ხდება ყირიმში, ჩვენ გვაწუხებს", - განაცხადა მან ბერლინში. მერკელმა განაცხადა, რომ მას სატელეფონო კონტაქტი აქვს უკრაინის ხელისუფლებასთან, რუსეთან და აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან" - აცხადებს გერმანიის კანცლერი.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარალელურად აცხადებს, რომ "ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს ყირიმში, უნდა განხორციელდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესაბამისად, ასევე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტატუსის შეთანხმებებთან თანხმობაში... ჩემი თვალთახედვით, აუცილებელია, რომ ჩვენ, ევროპელები სწრაფად შევიკრიბოთ და შევიმუშავოთ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია" - ამბობს შტაინმაიერი.

კომენტარები