საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა

0 კომენტარი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა, თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით - 9:12 დათმო, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისში მატჩი 8:4 ჰქონდა მოგებული, პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

პირველ მარტს გამართული დაპირისპირების დასაწყისში უპირატესობას ქართველები ფლობდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და გაიმარჯვეს კიდეც. ქართველ წყალბურთელებს სტამბოლში გამარჯვების გარდა,  3 ან ნაკლები ბურთის სხვაობით წაგებაც აწყობდათ, რომ ევროპირველობაზე გაეღწიათ.

ევროპის ჩემპიონატი 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები