ვითარება უკრაინაში

ფაბიუსი: საფრანგეთი მზადაა უკრაინაში კრიზისის დარეგულირებაში შუამავალი იყოს

chooff.fr

საფრანგეთი წყვეტს დიდი რვიანის სამიტისთვის მომზადებას და მზადაა უკრაინაში კრიზისის დარეგულირებაში შუამავლის როლი შეასრულოს - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა, ამის შესახებ ინფორმაციას Интерфакс-Украина ავრცელებს.

ფაბიუსის განცხადებით ოფიციალური პარიზი მზადაა სიტუაციის დარეგულირებაში მიიღოს მონაწილეობა და მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, რომ გაითვალისწინოს მთელი მოსახლეობის ინტერესები და მრავალფეროვნება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთი უერთდება კანადასა და აშშ-ს და უარს ამბობს დიდი რვიანის, სოჭის სამიტზე მონაწილეობაზე.

 

კომენტარები