თბილისის ბიუჯეტი

თბილისის მთავრობამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი კიდევ ერთხელ წარუდგინა

primetimenews.ge

თბილისის მთავრობამ საკრებულოს საბიუჯეტო პროექტი კიდევ ერთხელ წარუდგინა. პროექტს 7 მარტს, დედაქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის თქმით, საბიუჯეტო პროექტი ორი დღის წინ შევიდა. მან საკრებულოს წევრებს 7 მარტამდე დარჩენილ დროში პროექტის განხილვისა და მასზე მსჯელობის გამართვისკენ მოუწოდა. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მანამდე "ნაციონალური მოძრაობაც მოვა გონს". 

ცნობისთვის, თუ თბილისს 11 მარტისთვის ბიუჯეტი არ ექნება, ქალაქში ცენტრალური მმართველობა დადგება.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი ორჯერ ჩააგდო.

კომენტარები