ვითარება უკრაინაში

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი გადაიდო

საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი გადაიდო. ამასთან, როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ჯერჯერობით უცნობია, რა დროით გადაიწია ლორენ ფაბიუსისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ერთობლივმა ვიზიტმა, რომელიც 3-4 მარტს იყო ჩანიშნული.

ვიზიტის გადადების მიზეზად უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ამ საკითხზე დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა სახელდება. სხდომა ბრიუსელში ხვალ გაიმართება.

ცნობისთვის, ამავე მიზეზით 24 საათით გადაიწია საქართველოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შტეფან ფულეს ვიზიტმა, რომელიც 3 მარტს იყო დაგეგმილი.

კომენტარები