ჰესის მშენებლობა

სოფელ ღურტაში მომხარ დაპირისპირების ფატზე შშს-მ გამოძიება დაიწყო

RFE/RL

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ღურტას მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილი ადგილის დათვალიერების საშუალება არ მისცა. სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივ მოსახლეობას ჰესის მშენებლობის ადგილზე მორიგეობა ჰქონდათ გამოცხადებული და იქ მთავრობას  ტექნიკის შეჰყვანის საშუალებას არ აძლევდნენ.  დღეს  დაპირისპირებაში პოლიცია ჩაერია და გზა გახსნა. ხელისფულების წარმომადგენლებმა მოახერხეს ტერიტორიის დათვალიერება, თუმცა პოლიციის ჩარევასთან ერთად სიტუაცია გამძაფრდა. მოსახლეობის განცხადებით, ისინი პოლიციამ დაარბია. 

"პოლიციელები გვარბევენ, გვირტყამენ ყველაფერს, მთავრობამ ბრძანება გასცა, თუ არ დაგემორჩილებათ, დაშალეთო. კახა კალაძის მოადგილე და არჩილ ხაბაძე აქ არიან. დაახლოებით 700 ადამიანამდე ვართ შეკრებილი. პოლიციის 37 მანქანაა, შუახევიდან და ქედიდანაც ამოიყვანეს სამართალდამცველები. აქციის მონაწილეების დაკავების მცდელობა იყო, მანქანაში უნდა ჩაესვათ ადამიანები, მაგრამ ხელი შევუშალეთ და არ მივეცით დაკავების საშუალება", - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო. სამინისტროს განცხადებით, ისინი დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

 

 

კომენტარები