აჭარა

ხულოს მოსახლეობა და აჭარის მთავრობა ჰესის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

ajara.gov.ge

ხულოს მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა. ხულოს რაიონის სოფელ ღურტას მოსახლეობას ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა და არ აძლევდა საშუალებას ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილზე სამუშაოები ჩაეტარებინათ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც აჭარის მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ზარალზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.  შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". 

"შევხვდით არჩილ ხაბაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამოვიდნენ ხულოში. ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ არა მარტო კომპანია ღებულობს ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, არამედ, ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების გარანტორი ხდება აჭარის მთავრობა. ამ პირობით, ერთი კვირის ვადაში ხელშეკრულება დაიდება. ხვალიდან ვიწყებთ სამართლებრივ დავას. შევეცდებით, ის არასანდო დასკვნები გავაბათილოთ და სასამართლოს წესით შევაჩერებინოთ სამუშაოები", - აღნიშნა აქციის მონაწილემ.  

კომენტარები