ჩხუბი ტორპედოს სტადიონზე

ქუთაისში ტორპედოს და დინამოს შორის მატჩი მასობრივი ჩხუბის გამო ჩაიშალა

0 კომენტარი
ქუტაისის ტორპედოს გულშემატკივრები ფოტო: sportall.ambebi.ge

საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ქუთაირის ტორპედო და თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ, შეხვედრის მე-60 წუთზე შეწყდა.

ქუთაისელი გულშემატკივრები მოედანზე გამოვარდნენ და დინამოს ფეხბურთელებისკენ გაემართნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დინამოელმა ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.

ამის შემდეგ, გულშემატკივრები ტრიბუნაზე მსხდომი დინამოს ფან-კლუბის წევრებისკენ გაემართნენ და ქვების სროლა დაუწყეს, დედაქალაქელებმა კი მათ სკამები დაუშინეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, ფაქტზე აღმასკომი უახლოეს მომავალში იმსჯელებს და გადაწყდება, თუ კონკრეტულად რა სახის სანქციები დაეკისრება ქუთაისის ტორპედოს.

შეგახსენებთ, რომ მე-60 წუთისთვის, დინამო ტორპედოს პაპუნაშვილისა და მერებაშვილის გოლების წყალობით, ანგარიშით - 2:0 ამარცხებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები