ვითარება უკრაინაში

ხიდაშელი: ყველაზე უფრო მკაცრი რუსეთის მიმართ ევროსაბჭო უნდა იყოს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იქნება. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი დაესწრება.

პოლიტიკური კომიტეტის სხდომა უკრაინის პროცესებთან დაკავშირებით საგანგებოდ ტარდება.

კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით პოზიციებს შეიმუშავებს და აპრილის სასესიო სხდომებზე წარადგენს.

თინა ხიდაშელის თქმით, ევროსაბჭომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება უნდა მოითხოვოს და 2008 წელთან შედარებით უფრო მკვეთრი პოზიციები გამოხატოს.

"აქამდეც უნდა შეკრებილიყო კომიტეტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის მიუხედავად, რამდენად დიდი, პატარა, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელოა ესა თუ ის ორგანიზაცია. რუსეთი ევროსაბჭოს წევრია, განსხვავებით NATO-სგან და ევროკავშირისგან, ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მკაცრი ამ შემთხვევაში ევროსაბჭო უნდა იყოს. 2008 წელს, ევროსაბჭო, ჩემი აზრით, არაადეკვატურად მოიქცა, არანაირი სანქცია არ გამოუყენებია რუსეთის მიმართ. იმის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებდა ევროსაბჭოს წევრობას როგორც თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი, ამის ბრალიც არის ის, რაც დღეს ხდება და რასაც ბედავს დღეს პუტინის ხელისუფლება", - განაცხადა ხიდაშელმა. 

კომენტარები