დაძაბულობა ყირიმში

რუსი კინოხელოვანები უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ გამოვიდნენ

colta.ru

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ 140-ამდე რუსი კინოხელოვანი გამოვიდა.

რუსული კინოკავშირის წევრები მხარს უჭერენ უკრაინელ კოლეგებს და მათი განცხადებით, ისინი სიმართლის, შესაბამისად - უკრაინელი ხალხის მხარეს არიან.

უკრაინელი კოლეგებისადმი მიძღვნილ რუსი კინემატოგრაფისტების წერილს ხელს ელდარ რიაზანოვი, ანდრეი ზვიაგანცევი და სხვა ცნობილი რუსი რეჟისორები აწერენ.

”ტკივილით წავიკითხეთ თქვენი წერილი. თქვენ სრულიად სამართლიანად საუბრობთ უპრეცედენტო ანტიუკრაინულ კამპანიაზე, რომელიც რუსულ სახელმწიფო არხებზე მიმდინარეობს. თქვენ მართლები ხართ, როდესაც იანუკოვიჩის სამარცხვინო რეჟიმს წინ აღუდექით. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ტყუილის სასტიკი წინააღმდეგები ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი უკრაინაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებასა და რუსი სამხედროების თქვენს ქვეყანაში ინტერვენციას ეხება. ჩვენ ძალიან ბევრი გვაკავშირებს იმისათვის, რომ თქვენ წინააღმდეგ შეთითხნილ პროპაგანდას დავუჯეროთ. ამიტომ ჩვენ მოკლედ და არაორაზროვნად გპასუხობთ: ეჭვი არ შეგეპაროთ ჩვენში. ჩვენ სიმართლის მხარეს ვარ, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ!” - ნათქვამია რუსი კინემატოგრაფისტების წერილში.

 

კომენტარები