პრემიერის განცხადება

ღარიბაშვილი: თბილისის გზებზე არსებული მდგომარეობა მერიის საბოტაჟის შედეგია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას დედაქალაქის მერიის საბოტაჟად აფასებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, მისი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში თბილისში არც ერთი გზა არ შეკეთებულა.

პრემიერის ვარაუდით,  თბილისის მერად დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ, მას ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება. "პირველი დავალება, რასაც ნარმანიას თბილისელები მისცემენ, გზების შეკეთების დაუყოვნებლივ  დაწყება იქნება," - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები