საქართველო NATO-ში

ნორლანდი: ყველა ქვეყანა არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს

0 კომენტარი

აშშ-ის საელჩომ საქართველოში ელჩის რიჩარდ ნორლანდის  კომენტარი გაავრცელა საქართველოსთვის NATO-ს სამოქმედო გეგმის შესაძლო მინიჭებისა და  უკრაინის კრიზისის შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „როდესაც ორი კვირის წინ პრემიერმინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] ვაშინგტონს ეწვია, მან ნათლად განუმარტა ვაშინგტონის აუდიტორიას, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინსტიტუტებისაკენ სწრაფვას, ხოლო შეერთებული შტატები კვლავ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“,  - აცხადებს რიჩარდ ნოლანდი.  

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს, თავად აირჩიოს, თუ როგორ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა“,  - განაცხადა ელჩმა.

„სინამდვილეში, უკრაინის კრიზისი უკავშირდება ზუსტად ამ კითხვას: ექნება თუ არა ქვეყანას უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი. საქართველოსა და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, მთელი ძალისხმევა მიმართული გვაქვს იქით, რომ მივაღწიოთ უკრაინის კრიზისის განმუხტვას, დავანახოთ მხარეებს, რომ მათ მოუწევთ ფასის გადახდა, თუ საერთაშორისო სამართალი არ იქნება დაცული. მადლობა საქართველოს, რომ ის მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პრინციპებს,“ - ნათქვამია რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსულმა გამოცემა კომერსანტმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ  უკრაინის კრიზისის გართულებასთან დაკავშირებთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსთვის MAP-ს მინიჭების გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებული აქვს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები