გიორგი თარგამაძე

გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს

გიორგი თარგამაძემ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მან აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. თარგამაძე ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. 

„ამის თაობაზე ინფორმირებულია როგორც მთავარი კომიტეტი, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერები. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ქდმ-ს ყველა წევრსა და მხარდამჭერს და დავარწმუნო, რომ საზოგადოებრივ საქმიანობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებ, ცხოვრება ბევრ ალტერნატივას გვთავაზობს. ასევე ბევრია ისეთი სფერო, სადაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება ჩემთვისაც უფრო საინტერესო და სასიამოვნო იქნება და ქვეყნისა და საზოგადოებისთვისაც გამოსადეგი“,-აცხადებს თარგამაძე. 

მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის  თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ახვლედიანი შეასრულებს.

კომენტარები