რეფერენდუმი ყირიმში

აბაშიძე: რეფერენდუმი არის ძალადობა, რომელსაც პუტინი უკრაინაში ახორციელებს

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ზურაბ აბაშიძე ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს ეხმაურება. როგორც აბაშიძე ამბობს, რეფერენდუმი სამართლებრივად სწორი არ არის.

„ეს არის ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებს პუტინი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.  ეს არის ძალიან სამწუხარო  რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო არის ერთ მხარეს და საქართველო მათ შორის არის აქეთ მხარეს, რუსეთი, პუტინი რჩება მეორე მხარეს",-აცხადებს აბაშიძე.

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმი  კიევის დროით  08:00 სააათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი 12 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

რეფერენდუმი ორ კითხვას ითვალისწინებს: 1. უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტად? 2. უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
უკრაინის ხელისუფლება ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს  არ აღიარებს. 

კომენტარები