რეფერენდუმი ყირიმში

ეგზიტპოლი: რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის 93% რუსეთთან შეერთების მომხრეა

bbc.com

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმი დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, რეფერენდუმზე მისული ყირიმის მოსახლეობის 93%-მა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. 

ყირიმის რეფერენდუმს კი უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები უკანონოდ მიიჩნევენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი თვლის, რომ რეფერენდუმი საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება. მისივე თქმით, ის მომავალში პატივს სცემს ყირიმი ხალხის სურვილებს.

ყირიმში დღეს რეფერენდუმი გაიმართა. ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს პასუხი უნდა გაეცათ ორ კითხვაზე - სურთ თუ არა, ყირიმი შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და მეორე - სურთ თუ არა, აღდგეს ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის და მასთან ურთიერთობას ხელშეკრულების საფუძველზე აყალიბებს.

რეფერენდუმი დილის 8-დან საღამოს 20:00 საათამდე მიმდინარეობდა.

 

კომენტარები