სანდრო გირგვლიანის საქმე

სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს დაიწყება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

საქმეში ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, გერონტი ალანია, ვალერიან მეტრეველი და ოლეგ მელნიკოვი.

აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, არაადამიანური მოპყრობა, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

 სამი ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება, ხოლო დათა ახალაია და გერონტი ალანია ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.

კომენტარები