რეფერენდუმი ყირიმში

უკლება: ავტომატების ქვეშ ჩატარებული რეფერენდუმი როგორ შეიძლება ლეგიტიმური იყოს

reportiori.ge

უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას განცხადებით, ყირიმში რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად ჩატარდა.

"შეიარაღებული ავტომატების ქვეშ ჩატარებული რეფერენდუმი როგორ შეიძლება ლეგიტიმური იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული არ არის. ყველაფერი ჩატარდა არაკონსტიტუციურად. ეს რეფერენდუმი ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. ეწინააღმდეგება ყირიმის კონსტიტუციას", - თქვა უკლებამ.

ცნობისთვის, გუშინ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმი ჩატარდა. ეგზითპოლის შედეგების თანახმად, რეფერენდუმზე მისული ყირიმის მოსახლეობის 93%-მა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. 

ყირიმის რეფერენდუმს უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები უკანონოდ მიიჩნევენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი თვლის, რომ რეფერენდუმი საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება. მისივე თქმით, ის მომავალში პატივს სცემს ყირიმელი ხალხის სურვილებს.

ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს პასუხი უნდა გაეცათ ორ კითხვაზე - სურთ თუ არა, ყირიმი შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, და მეორე - სურთ თუ არა, აღდგეს ყირიმის 1992 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის და მასთან ურთიერთობას ხელშეკრულების საფუძველზე აყალიბებს.

კომენტარები